logo_geo
დონალდ ტრამპმა ტრანსგენდერებს საპირფარეშოების არჩევა აუკრძალა
- +

23 თებერვალი. 2017. 22:57



აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, ჯეფ სეშნსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააუქმა ყოფილია ადმინიტრაციის განკარგულება, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებში ტრანსგენდერები თავისი შეხედულების მიხედვით ირჩევდნენ ქალების საპირფარეშოში შევიდნენ, თუ კაცების საპირფარეშო გამოიყენონ. აღნიშნული კანონი სკოლის მოსწავლეებს და უნივერსიტეტის სტუდენტებსაც ეხებოდა.


პროკურორმა განაცხადა, რომ ბარაქ ობამას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები საკმარის იურიდიულ ანალიზს არ შეიცავს და მასში არ არის ახსნილი, რამდენად შეესაბამება ის აშშ-ის კანონმდებლობას.


 

big_banner
არქივი