logo_geo
ავტობუსის ყველაზე ორიგინალური მოსაცდელი - უცნობი დიზაინერის საჩუქარი თანასოფლელებს
- +

24 თებერვალი. 2017. 18:40



დიდ ბრიტანეთში უცნობმა დიზაინერმა ავტობუსის ერთი, ჩვეულებრივი ხის მოსაცდელი, რომელსაც ვანდალები წლების განმავლობაში ანადგურებდნენ, მეტად კომფორტულ და მყუდრო ნაგებობად გადააქცია. ახლა ძველი მოსაცდელი საცხოვრებელი სახლის ოთახს უფრო ჰგავს, ვიდრე ავტობუსის გაჩერებაზე მდგარ კონსტრუქციას.

 

 

Description: http://www.city.kvira.ge/wp-content/uploads/2017/02/xw_1373580.jpg

 

 

ავტობუსის ეს მოსაცდელი, კუნძულ დევონის ერთ-ერთ განაპირა სოფელ უოკჰემპტონს ამშვენებს. წლების განმავლობაში ქვის ეს ნაგებობა მეტად უსიცოცხლო „არსებას" ჰგავდა, სანამ შარშან ამ საქმეს ერთმა ქველმოქმედმა არ მოჰკიდა ხელი. მან მოსაცდელი მორეცხა, ნაგებობის შიგნით განათავსა სავარძელი, სკამზე ბალიშები, დადგა ქოთნებით ყვავილები და კედლებზე სურათები დაკიდა, - იტყობინება „Daily Mail".


ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დღემდე არ იციან, ვინ იზრუნა მათ კომფორტზე და ასე ლამაზად მოაწყო ავტობუსის მოსაცდელი, მაგრამ ძალიან მადლიერები არიან. მათ უცნობ კეთილისმყოფელს, მსოფლიოში ცნობილი სთრით-არტისა და ინსტალაციის ანონიმური ოსტატის პატივსაცემად, „ადგილობრივი ბენქსი" უწოდეს.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი