logo_geo
ლატვიაში ემირატების დიპლომატს ჰიჯაბის მოხდა აიძულეს
- +

25 თებერვალი. 2017. 02:06



უცხოური მედიის ინფორმაციით, ლატვიის დედაქალაქის აეროპორტში, არაბეთის გაერთიანებული ემირატების დიპლომატს, ჰანან ჰალფან ობაიდ ალი ალ-მადანს ჰიჯაბის საჯაროდ მოხდა აიძულეს. არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა დიპლომატის შეურაცხყოფისათვის საპროტესტო ნოტა უკვე გაუგზავნა.


ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დეტალები ზუსტდება. თუმცა, მისი განმარტებით, აეროპორტის თანამშრომლები შემოწმებებს ევროპული კანონების თანახმად ატარებენ.


არაბეთის გაერთიანებული ემირატების დიპლომატიური წარმომადგენლობა ლატვიაში ცხრა თებერვალს გაიხსნა.


 

big_banner
არქივი