logo_geo
დონალდ ტრამპის მრჩევლის ფოტომ სოციალური ქსელების მომხმარებელთა კრიტიკა გამოიწვია
- +

1 მარტი. 2017. 00:42


 


აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროსი მრჩევლის, კელიენ კონუეის ფოტომ, რომელიც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დივანზე ფეხებით არის ამძვრალი და ფეხსაცმელიც კი არ გაუხდია, სოციალური ქსელების მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ფოტო დონალდ ტრამპის ფონზეა გადაღებული, რომელიც აშშ-ის უნივერსიტეტების და კოლეჯების ლექტორებს ხვდებოდა. ამ დროს კონუეი ტრამპს ფოტოებს უღებდა.


ინტერნეტის მომხმარებლები კონუეის პრეზიდენტის, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის და აშშ-ის მოსახლეობის უპატივცემულობაში ადანაშაულებენ.



 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი