logo_geo
ალბანეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა
- +

27 ნოემბერი. 2019. 11:20

 

„ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა, დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი“, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც სახლები დაენგრათ, ღამე სპორტულ მოედნებსა და სტადიონებზე გაშლილ 300-მდე კარავში გაათენეს.

 

ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მთელი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის 2000 ჯარისკაცი და 1900 პოლიციელი.

 

სამინისტროს ინფორმაციით, ალბანეთს დახმარებას უწევენ საგანგებო სიტუაციის სპეციალისტები იტალიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ხორვატიიდან, კოსოვოდან, მონტენეგროდან და რუმინეთიდან. შეერთებული შტატები კი ქვეყანას რეგიონალური ოფისის საშუალებით ეხმარება.

 

შეგახსენებთ, გუშინ ალბანეთში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი