logo_geo
დონალდ ტრამპი: საშინელებაა! ობამა ჩემ სატელეფონო საუბრებს უსმენდა!
- +

5 მარტი. 2017. 22:19



ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედი ბარაქ ობამა მისი სატელეფონო საუბრების მოსმენაში დაადანაშაულა. ტრამპმა ობამა Twitter-ზე გააკრიტიკა.


„საშინელებაა! ახლა გავიგე, რომ ობამა სატელეფონო საუბრებს უსმენდა "ტრამპ-თაუერში" ჩემი გამარჯვების წინ. ვერაფერი იპოვა. ეს მაკარტიზმია!" - დაწერა ტრამპმა და ეს ფაქტი ცნობილ უოტერგეიტის სკანდალს შეადარა.


ტრამპმა დასძინა, რომ ტელეფონებს ოქტომბერში უსმენდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები არ წარმოუდგენია.


 

big_banner
არქივი