ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედი ბარაქ ობამა მისი სატელეფონო საუბრების მოსმენაში დაადანაშაულა. ტრამპმა ობამა Twitter-ზე გააკრიტიკა.
„საშინელებაა! ახლა გავიგე, რომ ობამა სატელეფონო საუბრებს უსმენდა "ტრამპ-თაუერში" ჩემი გამარჯვების წინ. ვერაფერი იპოვა. ეს მაკარტიზმია!" - დაწერა ტრამპმა და ეს ფაქტი ცნობილ უოტერგეიტის სკანდალს შეადარა.
ტრამპმა დასძინა, რომ ტელეფონებს ოქტომბერში უსმენდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები არ წარმოუდგენია.