logo_geo
ლიუდმილა პუტინას სენსაციური განცხადება - „ჩემი მეუღლე უკვე დიდი ხანია მკვდარია!“
- +

6 მარტი. 2017. 03:01



გერმანლმა გაზეთმა Die Welt რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მეუღლის, ლიუდმილა პუტინას სენსაციური ინტერვიუ გამოაქვეყნა.


(პ.ს. მიუხედავ იმისა რომ ეს ინტერვიუ თარიღდება 07.12. 2015 წლით, ის დღესაც არ კარგავს ინტერესს საზოგადოებაში)


„ჩემი მეუღლე, სამწუხაროდ, დიდი ხანია მკვდარია. მე იძულებული ვარ ეს საჯაროდ ვაღიარო, იმიტომ, რომ აღარ შემიძლია იმის ყურება, თუ რას სჩადიან მისი სახელით. ეს საშინელი ადამიანები არიან. მათ ვერაფერი შეაჩერებთ. მე მეშინია, რომ ისინი მეც მომკავენ და ჩემს ქალიშვილებსაც ისევე, როგორც ის მოკლეს.


ჩვენს ოჯახს იდეალურს ვერ დაარქმევდით. როდესაც მე გავთხოვდი, შეყვარებული ვიყავი მზვერავ- ოფიცერზე. მაგრამ რეალობა, სულ სხვგავარი იყო. პუტინი აღმოჩნდა, ნაძირალა, სასტიკი ადამიანი, ტირანი. ის არსოდეს მიწევდა ანგარიშს, უბრალოდ არ ამჩნევდა ჩემს არსებობას. მე ვჭირდებოდი მხოლოდ როგორც ოჯახის წევრი და მისი შვილების დედა. მასთან ცხოვრება ტანჯვა იყო.


მე ვცდილობდი მებრძოლა, არა ერთხელ დავაპირე გაყრა. მაგრამ ამ ადამიანისთვის არაფერი წმინდა არ არსებობდა. იმისათვის რომ გავეჩუმებიე, ფსიქიატრიულ კლინიკაში ჩამაბარა. მე ჯოჯოხეთი გამოვიარე... ნარკოტიკები, ფსიქოტროპული ნივთიერებები, დამცირება.


იზოლატორში მკეტავდნენ დიდი ხნით და ვერ ვხედავდი დღის სინათლეს, ვერ ვხედავდი ადამიანებს. დღემდე კანკალით ვიხსენებ ამას. ახალგაზრდა და თავდაჯერებული ქალიდან მე ლანდად ვიქეცი, ჩემი ნებისყოფა დაიმსხვრა, მე ყველა

პირობაზე დავთანხმდი, იქიდან რომ გამოვსულიყავი.


მაგრამ ის, რას მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო, საერთოდ შეუძლებელია აღწერო. მაშინ მას რთული პერიოდი ჰქონდა. რა თქმა უნდა მე ის არაფერს არ მიყვებოდა. უფრო ჩაკეტილი გახდა. სიკვდილამდე ერთი თვით ადრე, ღამე, გაფღთხილების გარეშე შვილები გაიყვანა - არც ვიცოდი სად.


შემდეგ კი ის საეთოდ დაიკარგა. ღამე სახლში მოვიდნენ ადამიანები - ზოგ მათგანს ვიცნობდი, ზოგს პირველად ვხედავდი. ყველაფერი თავდაყირა იყო, ყველა ფურცელს გადახედეს, სახლში ყველა კედელი კაკუნით მოსინჯეს. მე მხოლოდ ერთი რამ მითხრეს: „თუ სიცოცხლე გინდა- ჩუმად იყავი". მეუღლის შესახებ ყველა კითხვაზე მოკლედ მპასუხობდნენ, რომ მალე მოვა, რომ მას მნიშვნელოვანი გასვლითი თათბირი აქვს და რომ ნაციონალური უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამ თემაზე არავის არ უნდა ვესაუბრო. რამდენიმე დღის შემდეგ გამოჩნდა მისი პირველი ... დუბლიორი. მე შემდეგ შევიტყვე, რომ ვლადიმირის მკვლელობა ერთი წლით ადრე მზადდებოდა, ის მას შემდეგ მოიცილეს, როდესაც მისი პირველი ორეული პრაქტიკულად მზად იყო მისი ადგილის დასაკავებლად. გარეგნულად ის რა თქმა უნდა ძალიან გავდა პუტინს


- მე გაოგნებული ვიყავი. მაგრამ ის საერთოდ სხვა ადამიანი იყო.


მათ როგორღაც შეძლეს ჩვენი ქალიშვილების პოვნა. და მე წამომიყენეს ულტიმატუმი - ან ვითამაშებ ერთგული მეუღლის როლს, ან არც მე და არც შვილები არ ვიცოცხლებთ. არჩევანი არ მქონდა. ადრეც ვცდილობდი მე საზოგადოებრივი ღონისძიებებისთვის თავი ამერიდებია. ჟურნალისტების ზედმტი ყურადღება, ინტრიგა და ჭორი - ეს ყველაფერი მძულს. მაგრამ სხვა ადამიანის ცოლად თავის მოჩვენება, უფრო საშინელება იყო.


ამიტომ ისინი ჩემთვისაც ამზადებდნენ ორეულს - რადგან, როდესაც მე დაგეგმილი სცენარის მიხედვით ვერ ვსაუბრობდი, გამოესწორებიათ ხარვეზი. მათ რომ მეტ-ნაკლებად წარმატებული ორეული მოესწროთ ჩემთვის მოემზადებიათ, მე დიდი ხნის წინ მომკლავდნენ.


სასწაულმა გადაგვარჩინა. გასაგები მიზეზების გამო ვერ დავასახელებ ადამიანებს, ვინც დაგვეხმარა ამ საშინელი ინსცენირებების შეწყვეტაში და მიმალვაში. „გაყრა" ჩემი

არჩევანი იყო. ახლა მე საზღვარგარეთ ვცხოვრობ, კარგად ვარ. რაც რუსეთს ემართება, საშინელი სანახავია.


ადამიანებო, გონს მოდით! ღატაკებივით ცხოვრობთ, იმიტომ რომ დაუზოგავად გძარცვავენ და გატყუებენ. და ახლა საკითხი დგას რუსეთის ადგილობრივი მოსახლეობის გადარჩენაზე. თუ არ დაძლევთ შიშს და იგნორს - ვერ გადარჩებით."


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი