logo_geo
ერაყის პრემიერ-მინისტრად მუჰამედ ალაუი დაინიშნა
- +

2 თებერვალი. 2020. 15:22

 

ერაყის პრემიერ-მინისტრად მუჰამედ ალაუი დაინიშნა.

 

BBC-ის ცნობით, მას ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირებისთვის 1 თვიანი ვადა მისცეს. აქამდე ალაუი ერაყის კომუნიკაციების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

 

აღსანიშნავია, რომ მუჰამედ ალაუის მიერ ჩამოყალიბებული მთავრობა ერაყს დროებით, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე უხელმძღვანელებს.

 

ალაუიმ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ მათ მოთხოვნებს აუცილებლად გაითვალისწინებს.

 

შეგახსენებთ, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადილ აბდელ მაჰდიმ გასული წლის ნოემბერში თანამდებობა დატოვა, რისი მიზეზიც ქვეყანაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციები გახდა. აქციებს ქვეყანაში 500-ზე მეტი დემონსტრანტი ემსხვერპლა.

 

 

 

 

big_banner
არქივი