logo_geo
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი: კორონავირუსის მიუხედავად, ტოკიოს თამაშებისთვის მზადება გრძელდება
- +

2 თებერვალი. 2020. 17:32

 

 

კორონავირუსის მიუხედავად, ტოკიოს თამაშებისთვის მზადება გრძელდება, - ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს.

 

„ჩვენ არასოდეს განგვიხილავს თამაშების გაუქმება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გააგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას, რათა, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი კონტრზომები მიიღოს. მზადება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადისთვის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ოლიმპიადისთვის მზადებისას, ყოველთვის ვთანამშრომლობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციებთან და მათ შორისაა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია“, - წერია კომიტეტის განცხადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი