logo_geo
აშშ-ში 1950-იან წლებში დაკარგული, საიდუმლო ჩანთის მფლობელს მიაკვლიეს
- +

18 თებერვალი. 2020. 11:30

 

ოჰაიოს შტატის ქალაქ ჩრდილოეთ კანტონში მდებარე სკოლის თანამშრომელმა ილმა 2019 წელს რემონტის დროს მოულოდნელად კედელსა და სტუდენტების კარადებს შორის ქალის ძველი ჩანთა იპოვა. მამაკაცი ვარაუდობდა, რომ იგი 1950-იან წლებში დაიკარგა. ამის შესახებ CNN წერს.

 

მამაკაცმა სოციალური ქსელების დახმარებით, ჩანთის მფლობელის პოვნა გადაწყვიტა.

მან განცხადება სკოლის Facebook-ის გვერდზე განათავსა და დაელოდა პასუხს, რომელიც მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მოვიდა.

 

აღმოჩნდა, რომ ჩანთა  სკოლის ყოფილ მოსწავლეს, სახელად პატი რუმფოლს ეკუთვნოდა, რომელმაც მთელი ცხოვრება  ჩრდილოეთ კანტონში გაატარა და 2013 წელს გარდაიცვალა.

 

სკოლის შეტყობინებას პატის შვილები გამოეხმაურნენ.

სასკოლო ჩანთაში  საფულე, კინოს ბილეთები, ბიბლიოთეკის აბონემენტები, გაკვეთილების ცხრილი, რამდენიმე შავ-თეთრი ფოტო და სხვა წვრილმანი ნივთები, მათ შორის საღეჭი რეზინი აღმოჩნდა.

 

ნაპოვნი ჩანთა სკოლის ხელმძღვანელობამ პატის ოჯახს გადასცა. ოჯახმა კი თავის მხრივ პატის ფოტო წარადგინა, რათა ხალხს გაეგო, თუ როგორი იყო ჩანთის მეპატრონე.

 

 

 

right_banner big_banner
არქივი