logo_geo
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 79-დან 107-მდე გაიზარდა
- +

5 მარტი. 2020. 22:02

 

 

სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის კომისარ ანჟელო ბორელიზე დაყრდნობით პორტალ ansa-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3089-ს  მიაღწია,  გარდაცვლილთა რაოდენობა 28-ით გაიზარდა და ამჟამად 107კაცს შეადგენს. განკურნებულთა რაოდენობა 116 კაცით გაიზარდა და 276 გახდა.

 

 

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში დადსტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 95046 შემთხვევა. ყველაზე მეტი შემთხვევა მოდის ჩინეთზე – 80282, სამხრეთ კორეაზე – 5621, იტალიაზე – 3089 და ირანზე – 2922.

 

 

სრულად გამოჯანმრთელებულთა 51433 კაცი.

 

 

განაგრძობს მკურნალობას 40364 კაცი, მათგან მძიმე მდგომარეობაშია 6848 კაცი.

 

 

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3249 კაცია

 

 

ჩინეთი – 2981

იტალია – 107

ირანი – 92

სამხრეთ კორეა – 35

აშშ – 9

საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 6

იაპონია – 6

საფრანგეთი – 4

ავსტრალია – 2

ჰონგკონგი – 2

ესპანეთი – 1

სან მარინო – 1

ტაივანი – 1

ტაილანდი – 1

ფილიპინები – 1

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი