logo_geo
როგორ გაატარა სიცოცხლის ბოლო დღეები ექიმმა, რომელიც ცდილობდა, მსოფლიო კორონავირუსისგან დაეცვა
- +

19 მარტი. 2020. 19:21

 

 

ექიმი ლი ვენლიანი - ჩინეთის ეროვნული გმირია. ის იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ახალი ვირუსის შესახებ გაიგო და საკუთარი რეპუტაციის ხარჯზე ცდილობდა, ყველასთვის მიეწვდინა ხმა, თუ რამხელა საფრთხე შეიძლებოდა შექმნოდათ. მაგრამ ბევრმა არც მოუსმინა. მალე ლი და მასთან ერთად კიდევ 7 ექიმი, რომლებიც სოციალურ ქსელში არსებული საფრთხის შესახებ საუბრობდნენ, უხანის პოლიციაში დაიბარეს.

 

იქ ექიმები გააფრთხილეს, რომ „ცრუ“ ინფორმაცია არ გაევრცელებინათ და ამით საზოგადოებაში წესრიგი არ დაერღვიათ. იმის ნაცვლად, რომ ლი გაჩუმებულიყო, ყველას მოუყვა, რა მოხდა პოლიციაში და საზოგადოებას გააცნო ყველა ის ბრალდება, რაც წაუყენეს.

 

ამავდროულად, კორონავირუსი, რომელსაც მაშინ არ ჰქონდა ოფიციალური სახელი, ჩინეთში სწრაფად გავრცელდა.

 

17 მარტის მონაცემებით, ვირუსით 7 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა და გავრცელდა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა.

 

გარდაცვლილთა შორის ლი ვენლიანიცაა.  COVID-19-ით ის 2020 წლის 7 თებერვალს გარდაიცვალა. თუმცა, მანამდე 31 იანვარს სოციალურ ქსელში დაწერა:

 

„მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მივიღე, 10 იანვარს ხველის სიმპტომები დამეწყო, 11 იანვარს ცხელება და 12 იანვარს საავადმყოფოში მომათავსეს. ნუკლეინის მჟავაზე ტესტირება გამიკეთეს და უარყოფითი აჩვენა, თუმცა, სუნთქვის პრობლემები მაქვს. ჩემი მშობლებიც საავადმყოფოში არიან. მინდა განვმარტო, რომ ლიცენზია არ შემჩერებია. დარწმუნებულები იყავით, რომ მალე განვიკურნები“, - არწმუნებდა ლი გამომწერებს.

 

1 თებერვალს კი მან ბოლო პოსტი გამოაქვეყნა: „ტესტი კიდევ გავიმეორეთ და ახლა უკვე საბოლოოდ დადასტურდა ჩემი დიაგნოზი“, - დაწერა მან და თან დაურთო საკუთარი სელფი, სადაც ჩანს, რომ ძალიან სუსტადაა.

 

6 თებერვალს ჩინურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლი დაიღუპა, თუმცა ბოლო ცნობებით, ის 7 თებერვალს, 3 საათზე გარდაიცვალა. მისი მშობლები კი, რომლებიც ასევე დაავადებულნი იყვნენ კორონავირუსით, გამოჯანმრთელდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი