logo_geo
ისრაელში ინფიცირებულების ვინაობას ასახელებენ
- +

21 მარტი. 2020. 02:49

 

 

ქართველ ებრაელი არქიტექტორი, ბიზნესმენი, ინვესტორი და კოორპორაცია „ENGELINVEST GROUP “ – ის დირექტორთა საბჭოს წევრი დავით (ალონი) აჯიაშვილი, რომელიც ისრაელის და საქართველოს მოქალაქეა, ამჟამად, თელ-ავივში ცხოვრობს და საქმიანობს. მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ ბიზნესმენს ისრელში დაუკავშირდა.

 

 

 

– რა მდგომარეობაა ისრაელში?

 

 

 

„მოსახლეობა, აბსოლუტური გაგებით ეკიდება შექმნილ სიტუაციას და მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას ის შეზღუდვები, რომელიც მთავრობას, ყოველდღიურად შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში. მთავრობა და სპეცსამსახურებიც კი, აბსოლუტურად მობილიზებული არიან სიტუაციის კონტროლის ქვეშ შესანარჩუნებლად.

 

 

 

– ინფიცირებულთა რაოდენობა?

 

 

 

დღეისათვის ისრაელში 705 ინფიცირებულია, აქედან, ექვსი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 45 – საშუალო სიმძიმის, დანარჩენი იოლ ფორმაში. სპეცსამსახურებს, მიეცათ საშუალება, თვალყური ადევნონ ყველა ინფიცირებულის ნებისმიერ მოძრაობას და 100% აკონტროლონ ისინი მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიებით.

 

 

 

– საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა?

 

 

გუშინ, ქვეყანა პრაქტიკულად საგანგებო რეჟიმში გადავიდა, ანუ მსუბუქი ფორმის კომენდანტის საათია შემოღებული. მასმედია ავრცელებს ყოველივე ინფიცირებულის ადგილმდებარეობას, მის მიმოსვლის მარშუტს და ადგილებს, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ. იმისათვის რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა ამ ადგილებში, თავიანთი სურვილით 2-კვირიან კარანტინშია. ჩემს ირგვლივ, მადლობა ღმერთს, ესეთები არ არიან.

 

 

 

– რა ზომებს მიმართავს სახელმწიფო?

 

 

 

დღეისათვის, მოქმედებს მოძრავი ლაბორატორიები და კეთდება – 2400 ადამიანის შემოწმება. მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მიაღწიოს დღეში მინიმუმ 10000 – 15000 ადამიანის შემოწმებას და ამიტომ სათანადოდ მიდის, სინჯების მასიური შესყიდვა მთელ მსოფლიოში, ვინაიდან, სინჯების უკმარისობაა ყველა ქვეყანაში.

 

 

 

– სამკურნალო პრეპარატებთან დაკავშირებით, რა ინფორმაციას ფლობთ…

 

 

 

ეს დახურული თემაა, მხოლოდ პროფესიონალი ვირუსოლოგები ფლობენ ამ ინფორმაციას. აქ თვითმკურნალობით არავინ არ არის დაკავებული!

 

 

 

– ვინაობას მალავენ ინფიცირებული პაციენტები, ან მათი ოჯახის წევრები?

 

 

 

ჩვენ, ჩვენი ერის მტრები კი არ ვართ, დავმალოთ. საკმარისი მტრები გვყავს (268 მილიონი), თითქმის 8 მილიონიან ქვეყანას, სადაც ებრაელები, მხოლოდ 6 მილიონი ვართ, დანარჩენი კი ისრაელის არაბები. ჩვენ, ომს შეჩვეული ერი ვართ, რის გამო ექსტრემალურ ვითარებაში ერთიანობის და საბრძოლო სულის სიძლიერის მობილიზაციის უნარი და კოლექტიური თვითშენარჩუნების ინსტინქტი ჩამოგვიყალიბდა. აქ, სადღეგრძელოებს არ ამბობენ, ქმედებით ამტკიცებენ ერის სიყვარულს – ყველა ინდივიდი, ვისაც რა შეუძლია! ასეთ ვითარებებში, ჩვენთან, სიტვა „მე“, ხდება სიტვა „ჩვენ“-ის ტოლფასი და მე ამით ვამაყობ!

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი