logo_geo
რუსეთის მიერ იტალიისთვის გაწეული დახმარება სრულიად უსარგებლო გამოდგა
- +

26 მარტი. 2020. 14:00

 

 

იტალიური გამოცემა  La Stampa საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად რუსეთის მიერ იტალიისთვის გაგზავნილი ტვირთების 80% სრულიად უსარგებლო გამოდგა.

 

 

21 მარტს ვლადიმერ პუტინსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთმა იტალიის დახმარების სურვილი გამოთქვა. მომდევნო დღეებში რუსეთიდან იტალიაში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე 9 თვითმფრინავი ჩაფრინდა. ასევე იტალიაში ჩავიდა “ეპიდემიებთან ბრძოლის გამოცდილების მქონე” ასზე მეტი რუსი სამხედრო სპეციალისტი, ჩაიტანეს დეზინფექციის მობილური სადგურები და ლაბორატორიები.

 

 

გამოცემის ინფორმაციით, იტალიაში ჩასული სამხედრო სპეციალისტების უმრავლესობა არა მედიკოსი, არამედ მაღალი ჩინის სამხედრო პირები არიან.

 

 

რაც შეეხება აღჭურვილობას და ჰუმანიტარულ ტვირთს:  La Stampa წერს, რომ Covid-19-თან ბრძოლაში რუსული დახმარების 80% სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა.

 

 

ინფორმაციისთვის: ამ დროისთვის იტალიაში  Covid-19-ის 74 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 7 500 ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი