logo_geo
რატომ ეგონა მაყურებელთა უმრავლესობას პროფესორ კელის მეუღლე ძიძა
- +

15 მარტი. 2017. 02:51



პროფესორ რობერტ კელის მეუღლე, რომელიც BBC-ის ეთერში ინტერვიუს დროს ოთახში ბავშვების გამოსაყვანად შევიდა, მაყურებლებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლების დიდ ნაწილს ძიძა ეგონა.


საქმე ეხება BBC-ის ეთერში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს, როდესაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრისას, პროფესორ რობერტ კელის, ოთახში შვილები შეუცვივდნენ, ხოლო მათ გამოსაყვანად, დიდი სისწრაფით ბავშვების დედა შევიდა.


პროფესორი რობერტ კელი BBC-ის ეთერში ოჯახთან ერთად გამოჩნდა და ისაუბრა იმ ინტერვიუზე, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა და წამყვანი მედიასაშუალებების ეთერში მოხვდა.


პროფესორი კელი სამხრეთ კორეის პოლიტიკის ექსპერტია. მისი მეუღლე - კორეელი იუნგ-ა კიმი პირდაპირ ეთერში გამოჩენის შემდეგ, მაყურებელთა დიდმა ნაწილმა ძიძად მიიჩნია.


როგორც BBC წერს, ამ საკითხზე ფართო დისკუსია გაიმართა სოციალურ ქსელებში და დღის წესრიგში დადგა რასობრივი და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და შერეული რასის წყვილების ქორწინების საკითხი.


BBC-ის ცნობით, ის ფაქტი, რომ კელის ცოლი ვიდეოს მნახველთა დიდმა ნაწილმა ძიძად მიიჩნია, ხაზს უსვამს, რომ აზიელი ქალის მიმართ გარკვეული სტერეოტიპებია ჩამოყალიბებული.


როგორც BBC-ისთან ინტერვიუს დროს, რობერტ კელის მეუღლემ განაცხადა, ვიდეოს ნახვის შემდეგ, ბუნებრივია, იცინეს, თუმცა, უფრო მეტად ინერვიულეს იმაზე, რაც მოხდა. იუნგ-ა კიმი ამბობს, რომ მისი ოჯახი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ცოტა სტრესს განიცდიდა, თუმცა ეცადეს, რომ იუმორით შეეხედათ ამ ყველაფრისთვის.


კითხვას, რატომ ეგონა მაყურებლების დიდ ნაწილს მისი მეუღლე ძიძა, რობერტ კელის ცოლი პასუხობს, რომ ამ საკითხზე ოჯახში საუბარი არ ყოფილა და იმედოვნებს, რომ ხალხი ამ ვიდეოთი უბრალოდ გაერთო და სხვა დეტალებზე კამათი და მსჯელობა საჭიროდ არ მიაჩნია. 


რაც ეხება კითხვას, ეცვა თუ არა პროფესორს ღამის საცვლები ინტერვიუს დროს, რის გამოც ადგომა და ბავშვების ოთახიდან გაყვანა ვერ მოახერხა, რობეტ კელი პასუხობს, რომ მას ინტერვიუს დროს ნამდვილად შარვალი ეცვა და არა ღამის საცვლები.



 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი