logo_geo
აშშ-ის რამდენიმე შტატში სკოლები მთელი წლით დაიხურა
- +

3 აპრილი. 2020. 10:58

 

ამერიკის, სულ მცირე, 10 შტატში სკოლები მთელი წლით დაიხურა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

 

COVID-19-ის პანდემიის გამო სკოლები მთელი წლით დაიხურება ალაბამაში, არიზონაში, ჯორჯიაში, ინდიანაში, კანზასში, მიჩიგანში, ნიუ-მექსიკოში, ოკლაჰომაში, ვერმონტსა და ვირჯინიაში.

 

სკოლები დახურულია კალიფორნიაში. გუბერნატორის თქმით, დიდი ალბათობით, სასწავლო დაწესებულებები სასწავლო წლის დასრულებამდე ვერ გაიხსნება.

 

მსოფლიოში COVID-19-ით უკვე ერთ მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ამასთან, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 53 160 ადამიანი დაიღუპა, 211 775 ინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა.

 

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 6 000-ს გადააჭარბა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი