logo_geo
ათასობით ჩინელი ტურისტულ ადგილებს მიაწყდა - ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ქვეყანას ინფიცირების ახალი ტალღა გადაუვლის
- +

6 აპრილი. 2020. 22:18

 

 

გასულ შაბათ-კვირას ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში ტურისტულ ადგილებს ათასობით ადამიანი მიაწყდა, მიუხედავად ჯანდაცვის ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებისა, რომ კორონავირუსის საფრთხე ქვეყანაში ისევ აქტუალურია. აღნიშნულის შესახებ CNN წერს.

 

 

გამოცემა გასულ შაბათს, 4 აპრილს ხუანშანის პარკში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ უამრავი ადამიანია ერთმანეთის გვერდიგვერდ შეკრებილი, როგორც ფოტოებზე ჩანს, ბევრი მათგანი პირბადეს ატარებს, ზოგი კი პირბადის გარეშეა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კორონავირუსის გამო შემოღებული მკაცრი რეგულაციების შემდეგ, ამდენი ადამიანი ერთად გარე სივრცეში შეიკრიბა.

 

 

ამავდროულად, როგორც CNN წერს, შანხაიში გაიხსნა ბევრი რესტორანი და მაღაზია და ასეთ დაწესებულებებსაც ბევრი სტუმარი ჰყავდა.

 

 

მსგავსი ფაქტები იყო დედაქალაქ პეკინშიც, სადაც ადგილობრივები სკვერებსა და ბაღებში გამოვიდნენ და ქუჩებში სეირნობდნენ.

 

 

გამოცემა წერს, რომ ნათელია ჩინელები ძველ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსის საფრთხემ ჩაიარა. მაშინ როცა ხელისუფლება თანდათან შეზღუდვებს ამცირებს, ჩინელი მედიკოსები ამბობენ, რომ ეს, შესაძლოა, სახიფათო იყოს და ქვეყანას ინფიცირების ახალმა ტალღამ გადაუაროს.

 

 

„ჩინეთი ინფიცირების დასასრულთან ახლოს არ არის, ის ახალ ეტაპზე გადადის“, - ამბობს CNN-თან საუბრისას ჩინელი ეპიდემიოლოგი ჩენგ ჯუნგი

 

ოთხ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა, საიდანაც შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მან ყველა ადამიანის ცხოვრებაზე მოახდინა გავლენა.

 

ჩინეთში ამბობენ, რომ ქვეყანაში შიდა გადაცემის ფაქტები აღარ ფიქსირდება.

 

ვირუსის პიკის ეტაპზე ჩინეთს ყოველ დღე ათასობით ინფიცირებული ემატებოდა, თუმცა ბოლო კვირებში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 39 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მაგრამ ყველა მათგანი იმპორტირებული იყო. ჩინეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 82 641 შემთხვევაა აღრიცხული, საიდანაც 3 335 პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი