logo_geo
კომპანია Warner Bros-ი ფილმ „მატრიცას“ რიმეიქს გადაიღებს
- +

15 მარტი. 2017. 21:51



კომპანია Warner Bros-მა 1999 წლის ფანტასტიკის ჟანრის ბოევიკა „მატრიცას„ რიმეიქის გადაღება გადაწყვიტა. აღნიშნულის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.


პროექტი წარმოების პირველ ეტაპზეა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი "მატრიცასთვის" კომპანია სცენარისტ ზაკ პენის ჩართვას აპირებს.


პორტალის წყაროები იუწყება, რომ რიმეიქში მთავარი როლის მიცემა მსახიობ Michael Bakari Jordan-ისთვის სურთ.


ინფორმაცია იმის შესახებ, აპირებს თუ არა კინოსტუდია დები ვაჩოვსკების პროექტში ჩართვას, რომლებიც ორიგინალი "მატრიცის" რეჟისორები არიან, ჯერჯერობით არ ვრცელდება.


თებერვლის ბოლოს კი ჰოლივუდის მსახიობმა კიანუ რივზმა, რომელმაც "მატრიცაში" მთავარი როლი შეასრულა, განაცხადა, რომ იგი მხოლოდ ერთი პირობით მიიღებს მონაწილეობას ახალ "მატრიცაში", თუ პროექტში დები ვაჩოვსკებიც იქნებიან ჩართულები.


"მატრიცა" - სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ტრილოგიაა, რომელიც 1999 წლიდან 2003 წლებში გადაიღეს. მისი რეჟისორები ძმები ვაჩოვსკები არიან (შემდეგ ორივემ სქესი შეიცვალა. ენდი ვაჩოვსკი ტრანსსექსუალი 2016 წელს გახდა, ხოლო ლარი - 2003 წელს, ახლა კი ისინი დები ვაჩოვსკები არიან).


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი