logo_geo
იტალიაში არალეგალ მიგრანტებს ქვეყანაში კანონიერად დასაქმების უფლება მიეცემა
- +

14 მაისი. 2020. 20:18

 

 

იტალიაში ათასობით არალეგალ მიგრანტს ქვეყანაში კანონიერად დასაქმების უფლება მიეცემა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, არალეგალებს შეეძლებათ ოფიციალურად წარადინონ განაცხადი ქვეყანაში კანონიერად დარჩენისა და მუშაობის შესახებ.

 

გუშინ გამოცემული განკარგულების თანახმად, ბინადრობის უფლება 6 თვის მანძილზე იქნება ვარგისი. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება იმ პირებს, რომლებიც ფერმებსა და სახლებში არიან დასაქმებული.

 

მედიის ინფორმაციით, იტალიის ეკონომიკა პანდემიის შედეგად, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ამჯერად ქვეყანა სოფლის მეურნეობის მოსავლის 25%-ის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ასოციაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ფერმებში 430.000 პირი იყო დაქირავებული, მათ 16%-ს ქვეყანაში შრომის უფლება არ ჰქონდა, ხოლო თითქმის 39%-ის ანაზღაურება კოლექტიური შეთანხმებების პირობებში დაწესებული სახელფასო განაკვეთს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა.

 

 

big_banner
არქივი