logo_geo
ჯეილოს გოგონა წიგნს გამოსცემს
- +

15 მაისი. 2020. 23:28

 

 

 

ჯენიფერ ლოპესისა და მარკ ენტონის შვილი წიგნის გამოცემისთვის ემზადება.

 

12 წლის ემმე მიუნიცი, რომელიც საზოგადოების წინაშე პირველად 2019-ის სუპერ ბოულის თასის ფინალზე წარდგა, საბავშვო წიგნს, სათაურად „ღმერთო, დამეხმარე“, საშემოდგომოდ გამოსცემს.

 

ამის შესახებ ცნობილი პოპმომღერალი თავის ინსტაგრამის გვერდზეც წერს.

 

სკოლაში ბევრი რამ ვისწავლე ცხოველ ზარმაცაზე, ისინი გადაშენების პირას არიან, ამიტომაც ყოველ საღამოს ვლოცულობ მათთვის“, განაცხადა ემმე მიუნიცმა. „ეს წიგნი დავწერე იმიტომ, რომ ფული შევაგროვოთ ამ ცხოველების დასახმარებლად და ასევე ვასწავლო ბავშვებს, თუ როგორ შეგვიძლია ვილოცოთ და დახმარება ვითხოვოთ“. „ჩვენ ყველას გაგვიცია და მიგვიღია დახმარება“, ვკითხულობთ წიგნის პრეს-რელიზში. „ზოგჯერ ძალიან პატარა, როგორიცაა სკოლისთვის ადრე ადგომა ან შენი და-ძმის მოვლა. ზოგიერთი კი დიდი, მაგალითად, პლანეტისა და მისი მობინადრეების გადარჩენა. ღმერთისთვის დახმარების თხოვნა ყოველთვის გვაძლევს ძალას, რომ შევცვალოთ რაღაცები. ემმე მიუნიცი გვიზიარებს თავის გამოცდილებას, თუ როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე და ძალა“, -ნათქვამია რელიზში. წიგნი ინგლისურ და ესპანურ ენებზე 29 სექტემბერს გამოიცემა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი