ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, გასულ 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი არ ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი თვეზე მეტია არ დაფიქსირებულა. ინფიცირების 6 ფაქტიდან კი ორი სხვა ქვეყნიდან არის იმპორტირებული, დანარჩენი ლოკალური გადაცემის შემთხვევაა.
გარდა ამისა, ბოლო დღე-ღამეში ჩინეთის საავადმყოფოებიდან გამოჯანმრთელებული კიდევ 8 პაციენტი გაწერეს.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში მთლიანობაში დაინფიცირების 82 947 ფაქტი დაფიქსირდა. მათგან 4 633 პაციენტი გარდაიცვალა. 78 227 ადამიანი კი განიკურნა.