logo_geo
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთს ახალი კოალიციური მთავრობა წარუდგინა
- +

17 მაისი. 2020. 19:04

 

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის პარლამენტს - ქნესეთს ახალი კოალიციური მთავრობა წარუდგინა.

 

ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 18 თვის განმავლობაში დარჩება, ვიდრე ხელისუფლებას, მის ამჟამინდელ კოალიციურ პარტნიორს და ყოფილ ოპონენტს, ბენი განცს გადააბარებს.

 

ბენი განცი ნეთანიაჰუს მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს.

 

„ხალხს უნდოდა ერთიანობა და ეს არის ის, რაც მან მიიღო“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ პარლამენტში გამოსვლისას.

 

თავის მხრივ, განცმა საკანონმდებლო ორგანოში მიმართვისას აღნიშნა, რომ „ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური კრიზისი დამთავრდა“.

 

მოსალოდნელია, რომ პარლამენტი ახალ ადმინისტრაციას მალევე დაამტკიცებს. ახალ მინისტრთა კაბინეტში 36 პოსტი იქნება.

 

შეგახსენებთ, რომ ახალი მთავრობის ფორმირებას ისრაელში წინ უძღოდა პოლიტიკური კრიზისი. ისრაელში ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართა. ეს ქვეყანაში ერთ წელიწადში მესამე ვადამდელი არჩევნები იყო. საბოლოოდ, ნეთანიაჰუს პარტიამ „ლიკუდი” და ბენი განცის პარტიამ „ლურჯი და თეთრი“ სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

 

 

big_banner
არქივი