logo_geo
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 90 ათასს გადააჭარბა
- +

19 მაისი. 2020. 01:47

 

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 90 ათასს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში ვირუსს 90 312 ადამიანი ემსხვერპლა.

 

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობას, ქვეყანაში ინფიცირების 1 500 753 შემთხვევა დადასტურდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

big_banner
არქივი