logo_geo
მალაიზიაში მეთევზეებმა გიგანტური სკაროსი დაიჭირეს
- +

19 მაისი. 2020. 02:35

 

 

მალაიზიაში, შტატ სარავაკში მეთევზეებმა გიგანტური სკაროსი დაიჭირეს, რომელიც Urogymnus polylepis სახეობას მიეკუთვნება. ამის შესახებ AsiaOne წერს.

 

გიგანტური სკაროსი მეთევზეების ბადეში გაება. თევზის სიგანე 4 მეტრია, წონა კი 280 კილოგრამს შეადგენს. თევზის წყლიდან ამოყვანა 4-მა მეთევზემ შეძლო. მათ ამისთვის ოთხი საათი დასჭირდათ.

 

Urogymnus polylepis სახეობის სკაროსები ინდოჩინეთის და ბორენოს მდინარეებში ბინადრობენ. თევზს აქვს დაკბილული კუდი, რომლის სიგრძეც 38 სანტიმეტრს შეადგენს. კუდის მეშვეობით სკაროსს ადამიანის ძვლის გახვრეტა შეუძლია.

 

 

big_banner
არქივი