logo_geo
იტალიაში ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით 78 ადამიანი გარდაიცვალა
- +

27 მაისი. 2020. 01:52

 

 

იტალიაში გასული დღე ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ით 78 ადამიანი დაიღუპა და ვირუსის ახალი 397 შემთხვევა გამოვლინდა.

 

საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ 19“-ით 32 955 ადამიანია დაღუპული, რაც ამერიკისა და ბრიტანეთის შემდეგ ლეტალობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

საერთო ჯამში იტალიაში „კოვიდ 19“-ით 230 555 ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსის გავრცელების მხრივ იტალია მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა აშშ-ს, ბრაზილიის, რუსეთის, ესპანეთისა და ბრიტანეთის შემდეგ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი