ტერორისტული დაჯგუფება დაეშის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია ღვთაებრივი სასჯელი იყო მათი მტრებისთვის.
საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება ტერორისტულმა დაჯგუფებამ აუდიოჩანაწერის მეშვეობით გაავრცელა.
დაეშის პრესმდივანი, აბუ ჰამზა ალ-ყურაიში აუდიოჩანაწერში აცხადებს, რომ „ღმერთმა სასჯელი გამოუგზავნა ტირანებსა და მათ მიმდევრებს, რომლის ხილვა შიშველი თვალებით შეუძლებელია“.
„დღეს მოხარულნი ვართ იმით, რომ ღმერთმა დაგსაჯათ“, - ნათქვამი ტერორისტული დაჯგუფების მიმართვაში.