logo_geo
თეთრი სახლი: Twitter-ი ტერორისტებს, დიქტატორებსა და უცხოელ პროპაგანდისტებს პლატფორმის ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს
- +

29 მაისი. 2020. 23:05

 

 

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სოციალური ქსელი Twitter-ი იმაში დაადანაშაულა, რომ ტერორისტებსა და დიქტატორებს საკუთარი პლატფორმის ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს. ამის შესახებ განცხადება Twitter-ზე თეთრი სხახლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

 

აღნიშნული განცხადების მაგალითად თეთრმა სახლმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ტვიტი მოიყვანა.

 

ეს ტვიტი ძალადობის განდიდების თაობაზე Twitter-ის წესებს არღვევს. თუმცა, Twitter-მა გადაწყვიტა, რომ ტერორისტებს, დიქტატორებსა და უცხოელ პროპაგანდისტებს ამ პლატფორმის ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

საუბარია აიათოლა ალი ხამენეის 22 მაისის ტვიტზე, რომელშიც ირანის უზენაესმა ლიდერმა დაწერა, რომ „პალესტინის გათავისუფლებისთვის ბრძოლა ღმერთის გზაზე ჯიჰადია“.

 

გამარჯვება ამ ბრძოლაში გარანტირებულია, რადგან, თუნდაც ერთი ადამიანი რომ მოკვდეს, იგი ერთ-ერთ საუკეთესო შედეგს მიიღებს“, - დაწერა ალი ხამენეიმ.

 

აღსანიშნავია, რომ დღეს სოციალურმა ქსელმა Twitter-მა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ტვიტი მინეაპოლისში განვითარებულ მოვლენებზე, ძალადობის განდიდების შემცველ ტვიტად მონიშნა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის შესაბამის ტვიტზე Twitter-მა გაფრთხილება განათავსა, რომ აღნიშნული ტვიტი „Twitter-ის წესებს არღვევს ძალადობის განდიდებასთან დაკავშირებით“.

 

Twitter-ის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ტვიტზე წვდომა არ შეიზღუდება, რადგან საზოგადოებრივი ინტერესის საგანი შეიძლება იყოს.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქალაქ მინეაპოლისში განვითარებული მოვლენების კონტროლის ქვეშ აყვანას აპირებს.

 

შორიდან ვერ ვუყურებ იმას, რაც დიდებულ ამერიკულ ქალაქ მინეაპოლისში ხდება. ქალაქში ხელმძღვანელობის ნაკლებობა აშკარაა. სუსტი მემარცხენე მერი ჯეიკობ ფრეი თუ სიტუაციას ვერ გააკონტროლებს, ეროვნულ გვარდიას გავაგზავნი. ეს ბანდიტები ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას შეურაცხყოფას აყენებენ და ამას არ დავუშვებ. როდესაც იწყება ძარცვა, იწყება სროლაც“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი