logo_geo
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთში მძიმე ეპიდვითარებაა
- +

30 მაისი. 2020. 00:04

 

 

სომხეთში ეპიდვითარება უარესდება. ამის შესახებ ქვეყნის პრემირერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხეთის პრეზიდენტის კომენტარს რუსული მედია ავრცელებს.

 

ერთ მილიონ მცხოვრებზე გათვლით ჩვენ უკვე გადავაჭარბეთ ირანისა და საფრანგეთის მონაცემებს, გაუთანაბრდით რუსეთს და თუ ასე გაგრძელდება, იტალიის მაჩვენებელს დავეწევით. ვირუსის სწრაფად გავრცელების მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაა. აუცილებელია პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა“, -აღ​ნიშნა ფაშინიანმა.

 

ბოლო მონაცემებით, სომხეთში COVID19-ის 8 676 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა ქვეყანაში უკვე იმსხვერპლა 165 ადამიანი, 3 297 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი