logo_geo
ინდოეთში მაიმუნებმა ლაბორატორიიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა სისხლის ანალიზები მოიპარეს
- +

30 მაისი. 2020. 02:20

 

 

ინდოეთში, დელის მახლობლად მდებარე ქალაქ მეერუტში მაიმუნები სამედიცინო კოლეჯის ლაბორატორიაში შეიჭრნენ, ერთ-ერთ თანამშრომელს დაესხნენ თავს და კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანის სისხლის ნიმუშები მოიპარეს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.

 

ინციდენტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ადგილობრივებმა ერთ-ერთი მაიმუნი ხეზე შენიშნეს, სადაც ის სისხლის ნიმუშის შესაგროვებელ კონტეინერს ღრღნიდა.

 

ლაბორატორიის თანამშრომლები შიშობენ, რომ ინციდენტი რეგიონში ვირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს.

 

big_banner
არქივი