logo_geo
Nissan-ი წარმოებას ამცირებს და ქარხნებს ხურავს
- +

31 მაისი. 2020. 02:11

 

 

ავტომწარმოებელი კომპანია Nissan-ი ხურავს ქარხნებს ესპანეთში, ინდონეზიაში და ტოვებს სამხრეთ კორეის ბაზარს. ბრენდი ასევე გადის რუსეთის ბაზრიდან. ამის შესახებ euronews წერს.

 

ამის მიზეზი ხარჯების ოპტიმიზაციაა. მხოლოდ ბარსელონაში კომპანიის ბაზაზე მომუშავე 3 ათასი ადამიანი სამსახურს დაკარგავს.

 

Nissan-ის დირექტორი მაკოტო უტიდა აცხადებს, რომ კომპანიის ადმინისტრაციამ შეისწავლა ვითარება და ამ არასასიამოვნო გადაწყვეტილებამდე მივიდა.

 

კომპანია პოზიციებს შეინარჩუნებს იაპონიაში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი