logo_geo
კორონავირუსით დაინფიცირებული ბელგიის პრინცი: ბოდიშს ვიხდი, რომ არ დავიცავი კარანტინის წესები - ვნანობ ჩემს საქციელს და შედეგებსაც ვიმკი
- +

1 ივნისი. 2020. 13:41

 

 

ბელგიის პრინცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ესპანეთში, კარანტინის დროს სადღესასწაულო საღამოზე დასწრების გამო ბოდიშს იხდის. როგორც ცნობილი გახდა, პრინცი ხოაკინი 26 მაისს ესპანეთში გაემგზავრა, სადაც წვეულებას დაესწრო. მედიის ინფორმაციით, წვეულებაზე კიდევ 27 პირი იმყოფებოდა. სწორედ აღნიშნული საღამოს შემდეგ, პრინცს კორონავირუსი დაუდგინდა.

 

„ბოდიშს გიხდით, რომ არ დავიცავი კარანტინის წესები. ვნანობ ჩემს საქციელს და შედეგებსაც ვიმკი“, -აღნიშნა პრინცმა.

 

ესპანეთის პოლიცია წვეულების გამართვის საკითხზე გამოძიებას აწარმოებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი