logo_geo
კიევში, ქალთა მონასტერში 26 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

1 ივნისი. 2020. 15:12

 

 

კიევში, ქალთა მონასტერში კორონავირუსი გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაცია კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გაავრცელა. კოვიდ-ინფექცია დაუდასტურდა 26 ქალს.

 

საუბარია კიევში მდებარე ქალთა მონასტერზე, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაშია.

 

კიევის მერის თქმით, ამჟამად საავადმყოფოებში მკურნალობს რვა ინფიცირებული ქალი. თავად მონასტერი კი, დეზინფექციის მიზნით დახურულია.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას კარანტინი მოხსნეს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ და კიევში მდებარე სამ მონასტერში. მათ შორის, კიევ-პეჩერის ლავრაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი