logo_geo
როკ-ენ-როლის ფუძემდებელი ჩაკ ბერი გარდაიცვალა
- +

20 მარტი. 2017. 22:01




ამერიკელი მუსიკოსი ჩაკ ბერი, რომელიც როკ-ენ-როლის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე სენტ-ჩარლის ოლქის პოლიციამ დაწერა.


ჩაკ ბერის კარიერა 60 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. მის მიერ დაწერილ ჰიტებს შორისაა "Rock and Roll Music", "Maybellene", "Roll Over Beethoven", "Sweet Little Sixteen" და "Johnny B. Goode". ჩაკ ბერის სტილმა, რომელიც რიტმ-ენდ-ბლუზის და ქანთრის ელემენტებსაც აერთიანებდა და მისი სიმღერების ტექსტებმა უამრავი მიმდევარი გაიჩინა. მუსიკის ექსპერტების აზრით, ის იყო ერთ-ერთი, ვისი წყალობითაც როკ-ენ-როლი ცალკე მუსიკალური მიმართულება გახდა.


ჩაკ ბერი 1926 წლის 18 ოქტომბერს, სენტ-ლუისში, საშუალო შეძლების აფროამერიკულ ოჯახში დაიბადა. მუსიკამ ის ჯერ კიდევ სკოლის ასაკში გაიტაცა. პროფესიული კარიერა 1953 წელს დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი პირველი სინგლი "Maybellene"-ი ჩაწერა. 1984 წელს მუსიკალური პრემია Grammy მიიღო. 2004 წელს ჟურნალ Rolling Stone-ის ვერსიით, 78 წლის ბერიმ ყველა დროის 50-თ საუკეთესო შემსრულებელს შორის მე-5 ადგილი დაიკავა.


გასულ წელს მუსიკოსმა ახალი ალბომის ჩაწერა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან 90 წლის იუბილეზე განაცხადა. ალბომს, რომელსაც „ჩაკი" ქვია და ბერის მშობლიურ სენტ-ლუისში ჩაიწერა, წელს უნდა გამოვიდეს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი