logo_geo
iPhone 7-ისა და IPhone 7 Plus-ის ახალი, წითელი სმარტფონები 24 მარტიდან გაიყიდება
- +

22 მარტი. 2017. 01:31



ამერიკულმა კორპორაცია Apple-მა iPhone 7-ისა და IPhone 7 Plus-ის ახალი ვერსიები წარადგინა,-ამის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.


წითელი ფერის „ჭკვიანი ტელეფონები" , რომელსაც RED Special Edition-ს უწოდებენ, გაყიდვაში პარასკევს, 24 მარტიდან იქნება. ახალი მოდელის ღირებულება $ 749 იქნება. რუსეთში, iPhone 7-ისა და iPhone 7 Plus-ის წითელი ფერის პროდუქტის შეძენა 60.990 რუბლად იქნება შესაძლებელი. განახლებული მოდელების ეკრანის ზომა იგივე დარჩება: 4.7 და 5.5 ინჩი. ახალი ტელეფონის მეხსიერების მოცულობა 128GB და 256GB-იანი იქნება.


გარდა ამისა, ახალი მოდელი ტექნიკური თვალსაზრისითაც ანალოგიური იქნება, ამ შემთხვევაში, ტელეფონები მისი წინამორბედი სერიისგან რადიკალურად არ განსხვავდება. კომპანია საქველმოქმედო პროექტ RED-თან თანამშრომობს, რომელიც საქველმოქმედო პროგრამას შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში აწარმოებს.


გაყიდვიდან შესული თანხის ნაწილი შიდსის გლობალურ ფონდს გადაეცემა, რომელიც აფრიკის ქვეყნებში ვირუსით დაზარალებულ ხალხს ეხმარება, მათ შორის განაში, ლესოტოში, რუანდაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სვაზილენდში, ტანზანიაში, კენიასა და ზამბიაში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი