logo_geo
საფრანგეთში „ფეიკ-ნიუსების“ გამავრცელებელს ერთწლიანი პატიმრობა ან 75 000 ევროს გადახდა ემუქრება
- +

1 ივლისი. 2020. 17:54

 

 

საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ყალბი ახალი ამბების გავრცელების წინააღმდეგ არის მიმართული და მისი გავრცელების შეჩერებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას „France24“ ავრცელებს.

 

გამოცემის მიხედვით, აღნიშნული კანონპროექტი საფრანგეთის პარლამენტს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წარუდგინა. მისი თქმით, ღრმად სწამს, რომ ინტერნეტ-სივრცის რეგულირება აუცილებელია.

 

კანონის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული რეგულაცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და შესაძლოა, მისი საშუალებით მედიაზე ცენზურა დაწესდეს.

 

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციით, პირს, რომელიც კანონს დაარღვევს, შესაძლოა ერთი წლით თავისუფლება აღეკვეთოს ან ჯარიმის სახით 75 000 ევრო დაეკისროს.

 

როგორც მედიაგამოცემა წერს, დასავლეთ ევროპაში ეს არის პირველი მცდელობა იმისა, რომ ოფიციალურად მოხდეს ე.წ ფეიკ-ნიუსების აკრძალვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი