logo_geo
ჯო ბაიდენი: საჯარო ადგილებში ყველამ უნდა ატაროს პირბადე, წერტილი!
- +

1 ივლისი. 2020. 19:12

 

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის რეაგირება კორონავირუსის პანდემიაზე დაგვიანებული იყო.

 

„მიუხედავად ადმინისტრაციის პროპაგანდისა, რომ პანდემიაზე მათი რეაგირება ზეიმის მიზეზი უნდა იყოს, მიუხედავად ტრამპის მოთხოვნებისა, რომ კორონავირუსზე ტესტირების ტემპები უნდა შენელდეს, კორონავირუსი არ გამქრალა, იგი ჯერ კიდევ აქ არის და ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის ამერიკელების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ასე არ უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

 

ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოებას პირბადის ტარების მნიშვნელობაზე მკაფიო მესიჯი უნდა გადაეცეს.

 

„ჩვენ გვჭირდება აბსოლუტურად მკაფიო მესიჯი ფედერალური მთავრობის ხელმძღვანელობისგან იმის თაობაზე, რომ საჯაროდ ყველამ უნდა ატაროს პირბადე, წერტილი“, - დასძინა ბაიდენმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი