logo_geo
სტივენ ჰოკინგი კოსმოსში მიემგზავრება
- +

22 მარტი. 2017. 18:46



ცნობილი ფიზიკოსი და კოსმოლოგი სტივენ ჰოკინგი კოსმოსში გაემგზავრება.


ამის შესაძლებლობას მეცნიერს რიჩარდ ბრენსონის კომპანია „Virgin group" მისცემს.


როგორც თავად ჰოკინგმა „Good Morning Britain"-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, მას არასოდეს უოცნებია კოსმოსში გამგზავრებაზე, თუმცა როგორც კი რიჩარდ ბრენსონმა ადგილი შესთავაზა, მაშინვე დასთანხმდა.


ჩემმა სამმა შვილმა უდიდესი სიხარული მომანიჭა და მე შემიძლია, ზუსტად გითხრათ, რა გამაბედნიერებს - კოსმოსში მოგზაურობა", - განაცხადა ფიზიკოსმა.


2015 წელს რიჩარდ ბრენსონმა განაცხადა, რომ ერთ დღეს მას მიეცემოდა შესაძლებლობა, ჰოკინგი „ვარსკვლავებთან წაეყვანა". განცხადებაში ბრენსონი აღნიშნავდა, რომ მისი ეს შეთავაზება განპირობებული იყო იმ უდიდესი მოკრძალებითა და აღფრთოვანებით, რასაც იგი ჰოკინგისადმი განიცდიდა.


75 წლის ჰოკინგი ამიოტროფული გვერდითი სკლეროზით დაავადებული პირველი ადამიანი იქნება, რომელიც კოსმოსს ეწვევა.


აღნიშნული დიაგნოზი ჰოკინგს 21 წლის ასაკში დაუსვეს. დაავადება, სიმძიმისგან გამომდინარე, დიაგნოზის დასმიდან ხუთი წლის განმავლობაში სიკვდილს იწვევს, თუმცა ჰოკინგმა „ვადას" უკვე 50 წლით გადააჭარბა.


„ვირჯინ გალაქტიკით" კოსმოსში გაფრენა $250 ათასი ღირს, მაგრამ სტივენ ჰოკინგისთვის ეს მოგზაურობა უფასო იქნება. ხომალდის პირველი ფრენა 2017 წლის ბოლოს არის დაგეგმილი.


 

big_banner
არქივი