logo_geo
„გეი ქორწინება ბოროტებაა, მისი ადგილი ამერიკაში არაა, ამერიკა ეკუთვნის ღმერთს!“
- +

23 მარტი. 2017. 02:39



მსოფლიო საზოგადოებამ დონალდ ტრამპის სიტყვები მას შემდეგ ირწმუნა, რაც მან მოქმედება დაიწყო.  ლგბტ-საზოგადოების დამცველები წუხან იმის გამო შეცვლის თუ არა აშშ-ს ახალი პირველი პირი ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამას მიერ აღებულ გეზს უმცირესობათა თანასწორობის საკითხებში. ჯერ კიდევ კანდიდატობის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის კატეგორიოულად ეწინააღმდეგება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას.


ტრამპის განცხადება ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ ეწინააღმდეგება ვიცე პრეზიდენტის, ინდიანას გუბერნატორ მაიკ პენსის პოზიციას, რომელმაც ხელი მოაწერა რელიგიის თავისუფლების კანონპროექტს 2015 წელს, თუმცა შემდეგ შეცვალა იგი უარყოფითი გამოხმაურების გამო. პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განაცხადა რომ ის იფიქრებდა ისეთ მოსამართლეების დანიშვნაზე რომლებიც გააქუმებდნენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ქორწინებასთან დაკავშირებით.


პარასკევს შუადღეს ადამიანის უფლებათა დამცველმა Chad griffin-მა  განაცხადა, თუ პრეზიდენტ ტრამპს ჭეშმარიტად სწამს ქვეყნის გაერთიანების, სწორედ ახლა არის დრო რათა ნათელი გახდეს იქნება თუ არა ის ლგბტ საზოგადოების მოკავშირე, ბრძოლაში სრულ თანასწორობასთან დაკავშირებით.

 

 წყარო:http://www.geworld.ge


 

big_banner
არქივი