logo_geo
ბრიტანელ დეპუტატს, რომელიც პოლიციელის გადარჩენას შეეცადა, გმირი უწოდეს
- +

23 მარტი. 2017. 13:12



ბრიტანელი დეპუტატი, კონსერვატორი ტობიას ელვუდი პოლიციელის გადარჩენს შეეცადა, რომელიც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან ტერორისტმა დაჭრა. სამართალდამცველების გაფრთხილების მიუხედავად, ელვუდმა პარლამენტის შენობა მაინც დატოვა და დანით დაჭრილი პოლიციელისთვის პირველადი დახმარების გაწევას შეეცადა, - წერს BBC. 



მედიაში და სოციალურ ქსელში მის საქციელს „გმირობა" უწოდეს. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს სისხლისგან დასვრილი დეპუტატი პირიდან პირში ჰაერის ჩაბერვით პოლიციელის შველას, თუმცა, ვერც მან და ვერც ექიმებმა დაჭრილი სამართალდამცველი ვერ გადაარჩინეს.


ტობიას ელვუდი ბრიტანეთის არმიის ყოფილი ოფიცერია, რომლის ძმაც 2002 წელს ბალიზე მომხდრ ტერაქტს ემსხვერპლა.


იმავდროულად, ჟურნალისტმა ჯოზეფ უოტსონმა Twitter-ზე ეჭვმიტანილი ტერორისტის ფოტო გამოაქვეყნა




22 მარტს, ლონდონში ტერორისტი ავტომანქანით ვესტმინსტერის ხიდზე ჯერ ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, შემდეგ თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და ერთი დაჭრა. ტერორისტი ლიკვიდირებულია. მისი ჩათვლით, ტერაქტს 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის დაჭრილი პოლიციელი, 40 ადამიანი დაშავდა.


ლონდონის ტერაქტი ბრიუსელის ტერაქტებიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ მოხდა. 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელში ტერორისტულ აქტს 35 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი დაშავდა.  



 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი