logo_geo
რუსეთში „იეჰოვას მოწმეებს“ საქმიანობა აუკრძალეს
- +

24 მარტი. 2017. 12:18


 

 

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, უზენაესმა სასამართლომ „იეჰოვას მოწმეების" რელიგიურ გაერთიანებას საქმიანობა აუკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა „იეჰოვას მოწმეების" „ექსტრემისტული საქმიანობა".


რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ „იეჰოვას მოწმეები" რელიგიური საქმიანობით არღვევენ ქვეყნის ანტიექსტრემისტულ კანონმდებლობას. აღნიშნული რელიგიური გაერთიანების ლიკვიდაცია 5 აპრილს ოფიციალურად დასრულდება.


უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, „იეჰოვას მოწმეებს" ქვეყნის არაერთ რეგიონში უზღუდავდნენ რელიგიურ საქმიანობას, ისინი არაერთხელ გამხდარან რადიკალური მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და მრევლის მხრიდან თავდასხმის ობიექტი.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი