logo_geo
რუსმა ვიცეპოლკოვნიკმა ქრთამის სახით ხინკალი მიიღო
- +

7 სექტემბერი. 2020. 02:03

 

 

რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოლქის სასამართლოში ყოფილი პოლიციელის, ვიცეპოლკოვნიკის წინააღმდეგ პროცესი მიმდინარეობს. როგორც lenta.ru-წერს გამოძიება ბრალდებულს დიდი ოდენობით ქრთამის მიღებას ედავება, რომელთა შორის კაფე “ბერეზკაში” ვახშამიცაა, სადაც ვიცეპოლკოვნიკმა ხინკალი მიირთვა.

 

გამოცემა წერს, რომ ბრალდებული 2019 წლის თებერვალში დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ის ბიზნესმენ ძმებს მფარვეობდა, რომლებმაც ძერჟინსკის რაიონში რამდენიმე სავაჭრო ობიექტი გახსნეს. მათ შორის, პოლიციელს არ გაუგზავნია ინფორმაცია ოფიციალური რეესტირსთვის, რომ ბიზნესმენებმა უფრო დიდ ფართობს იკავებდნენ, ვიდრე ქალაქისგან იქირავეს.

 

საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულმა ქრთამის სახით თავდაპირველად 200 ათასი რუბლი, მოგვიანებით კი იდევ 53 ათასი რუბლი მიიღო. გარდა ამისა, მფარვეობისთვის ვიცეპოლკოვნის კაფე “ბერეზკაშიც” ავახმებდნენ, სადაც ბრალდებული ხინკალს და კიტრის სალათს მიირთმევდა.

 

გამოცემის გნობით, ვიცეპოლკოვნიკი წარდგენილ ბრალს სრულად აღიარებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი