logo_geo
Facebook-ის ადმინისტრაციამ მაქსიმ შევჩენკოს პროფილი გააუქმა
- +

27 მარტი. 2017. 02:02



ცნობილ რუს ჟურნალისტს, მაქსიმ შევჩენკოს სოციალურ ქსელ facebook-ის ადმინისტრაციამ პირადი ექაუნთი დაუხურა.

 

„ჩემი პირადი facebook-გვერდი, სადაც 5 ათასი მეგობარი და 65 ათასი გამომწერი მყავდა, უბრალოდ აიღეს და გააუქმეს. არავის გავუფრთხილებივარ და არც მიზეზი უთქვამთ" , - აღნიშნა შევჩენკომ twitter- ის მეშვეობით.


მაქსიმ შევჩენკო არაერთხელ არის შემჩნეული ანტისემიტური განცხადებების გაკეთებაში. ასევე ცნობილია, მისი პროარაბული პოზიციაც.


2011 წელს მან განაცხადა, რომ „დადგება დრო, როდესაც ებრაელები პალესტინელებს გაზის კამერებში ჩასვამენ, ამიტომ არაბული სამყარო პალესტინელი ერის გვერდით უნდა დადგეს."

 

ასევე, „ეხო მოსკვის" ეთერში მან „ნაცისტი" უწოდა ებრაელ მწერალს დინა რუბინას.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი