„ადამიანი-ობობას" ახალი სერიის მეორე პრომორგოლი სოციალურ ქსელებში გამოჩნდა. ფილმში „ადამიანი ობობას დაბრუნება" მთავარ როლს ტომ ჰოლანდი ასრულებს.
ახალი ბოევიკის პრემიერა, რომლის რეჟისორი ჯონ ვოტსია, 2017-ის 6 ივლისსაა დაგეგმილი. ფილმში როლებს მაიკლ კიტონი, დონალდ გლოვერი, რობერტ დაუნი-უმცროსი, მარისა ტომეი, მარტინ სტარი, ენგაური რაისი და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები ასრულებენ.