logo_geo
გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭრაბა
- +

24 ოქტომბერი. 2020. 10:14

 

გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭრაბა. მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

 

ინსტიტუტის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 49 პაციენტი გარდაიცვალა და სულ კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ ქვეყანაში 10 003 შეადგინა.

 

ამასთან, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსი 14 714 ადამიანს დაუდასტურდა. როგორც „დოიჩე ველე“ აღნიშნავს, ინფიცირების ასეთი მაღალი დღიური მაჩვენებელი იმით არის განპირობებული, რომ რეგიონებში აღრიცხული შემთხვევები რეგისტრაცია დაგვიანებით მოხდა.

 

სულ პანდემიის დაწყებიდან გერმანიაში კორონავირუსი 418 005 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 310 200.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი