logo_geo
ბობ დილანი ნობელის პრემიას სტოკჰოლმში პირადად მიიღებს
- +

30 მარტი. 2017. 11:10


ამერიკელი პოეტი და მომღერალი ბობ დილანი, რომელმაც გასულ წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში მიიღო, საბოლოოდ დათანხმდა ჯილდოს და მას სტოკჰოლმში პირადად მიიღებს, სადაც 1-2 აპრილს კონცერტს გამართავს.


შვედეთის აკადემიის ინფორმაციით, მომღერალი პირადად არ ჩაატარებს რეგლამენტით გათვალისწინებულ ლექციას, რომელიც დაჯილდოებულმა უნდა წაიკითხოს, თუმცა მათივე განმარტებით, ბობ დილანმა პირობა დადო, რომ გამოაგზავნის ვიდეო ჩანაწერს მონოლოგით.


ცნობისთვის, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, მომღერალ ბობ დილანს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. როგორც BBC იტყობინება, მას პრიზი მუსიკაში ახალი პოეტური ენის შექმნისთვის მიენიჭა. თუმცა, 8 მილიონი კრონი(910 ათასი დოლარი) არც გამარჯვებულს და არც მის წარმომადგენელს ამ დრომე არ მიუღია.


ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც ალფრედ ნობელის აზრით შექმნილი აქვს „იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება". „თხზულებაში" იგულისხმება ლიტერატორის მთელი შემოქმედება, და არა კონკრეტული ნაწარმოები.


 შვედეთის აკადემია მთელი წლის მანძილზე განიხილავს მიმდინარე ლიტერატურულ ტენდეციებს მსოფლიოში და ოქტომბრის დასაწყისში ასახელებს პრემიის ლაურეატს.



 

big_banner
არქივი