logo_geo
ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი მზადაა, უარი თქვას ქვეყნის ევროპულ ნაწილში 9M729-ის ტიპის სარაკეტო სისტემების განთავსებაზე
- +

26 ოქტომბერი. 2020. 15:07

 

 

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა, უარი თქვას ქვეყნის ევროპულ ნაწილში 9M729-ის ტიპის სარაკეტო სისტემების განთავსებაზე, რომელსაც ვაშინგტონი მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების განადგურების შესახებ ხელშეკრულების დარღვევად განიხილავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვლადიმირ პუტინის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთი ასე იმ შემთხვევაში მოიქცევა, თუ NATO-ს ქვეყნები შემხვედრ ნაბიჯებს გადადგამენ.

 

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ერთგული რჩება პოზიციის, რომ 9M729-ის ტიპის რაკეტები სრულ შესაბამისობაშია მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების განადგურების შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან, ის მზად არის, იმოქმედოს კეთილი ნების შესაბამისად და თავი შეიკავოს 9M729 რაკეტების განთავსებისგან მისი ტერიტორიის ევროპულ ნაწილში, თუმცა NATO-ს ქვეყნების მიერ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმის პირობით, რაც გამორიცხავს ევროპაში იმ იარაღის განთავსებას, რომელიც აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად კანონგარეშედ ითვლება“, - აღნიშნულია პუტინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი