logo_geo
უკრაინამ საკარანტინო რეჟიმი 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა
- +

28 ოქტომბერი. 2020. 18:54

 

 

უკრაინის მთავრობამ, კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გაუარესების გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

 

მთავრობამ შესაბამისი ცვლილებები 25 მარტით დათარიღებულ ბრძანებაში შეიტანა. საკარანტინო რეჟიმის ვადა 31 ოქტომბერს იწურებოდა.

 

უკრაინის 100 ქალაქი და რაიონი 26 ოქტომბრიდან ეპიდემიის საშიშროების გამო „წითელი ზონად“ გამოცხადდა.

 

ოფიციალური ინფორმაციით, უკრაინაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, 363 075 შემთხვევა დაფიქსირდა, 148 642 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 6 755 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროის განმავლობაში ქვეყანაში 3 129 235 ტესტი ჩატარდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი