logo_geo
მედიის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დამატებითი უფლებამოსილებების მინიჭებას მხარს უჭერენ
- +

30 ოქტომბერი. 2020. 20:19

 

 

ევროპის ქვეყნები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის დამატებითი უფლებამოსილებების მინიჭებას მხარს უჭერენ.

 

ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

 

დღეს ევროკავშირის ჯანდაცვის მინისტრებს შორის გამართულ შეხვედაზე, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მეტი პოლიტიკური მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება უნდა მიიღოს, რათა უკეთ შეძლოს საერთშორისო დონეზე ჯანდაცვის კრიზისების მართვა.

 

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიას მარტო ვერ გაუმკლავდება“- განაცხადა შპანმა.

 

მედიის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნების მინისტრები თანხმდებიან, რომ გაზრდილი უფლებამოსილებებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უფრო ეფექტურად შეძლებს ვირუსის გავრცელების გამოძიებას და შეძლებს ქვეყნებს დამატებითი მონაცემების გასაჯაროება მოსთხოვოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი