logo_geo
დონალდ ტრამპს ოფიციალურ ცერემონიაზე დოკუმენტზე ხელმოწერა დაავიწყდა
- +

1 აპრილი. 2017. 21:23




ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ვაჭრობის შესახებ ახალი განკარგულებების გაცემის დროს დოკუმენტებზე ხელმოწერა დაავიწყდა.


მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს ყოფილი თანაგუნდელის შესახებ კითხვა დაუსვეს, მან ოთახი ისე დატოვა, რომ ახალი ბრძანებულებები ოფიციალურად არ დაუმოწმებია.


დონალდ ტრამპის შეჩერება ვიცე-პრეზიდენტმა სცადა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ დოკუმენტები კაბინეტიდან თავად მაიკ პენსმა გაუტანა. მათ ხელი პრეზიდენტმა დახურულ კარს მიღმა მოაწერა.


 

big_banner
არქივი